ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! გასაჩივრების უფლებას, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ

რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყევტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი, - ეს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც გვარამიამ დასძინა, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! პირველ რიგში რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. დანარჩენ შემთხვევებში დაუშვებლად დაშვების გამო ჩაკეტა გასაჩირების უფლება. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. მე მაქვს კრიტიკის უფლება და ცხადია, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა