ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს

მე ვიტყოდი, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება სკანდალურია, - ამის შესახებ „რუსთავი2“ - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამავე ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გვარამია ასევე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია დროებით ღონისძიებას - აღსრულების შეჩერებას როდის მოხსნის და ტელეკომპანიას როდის გადაიფორმებს. ნიკა გვარამიას თქმით, ეს იქნება იმ ტელეკომპანიის დანაშაულებრივი მითვისება, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

„გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დასაშვებად ცნობა და ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას. მინდა ვუპასუხო თეა წულუკიანს, რომ დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის მიბმული იყო „რუსთავი2“- ის მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენთვის სრულიად გაურკვევლად დაუშვებლად იქნა ცნობილი. მე ვიტყოდი, რომ სკანდალურია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იმავე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ისტორიაში პირველად თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რადგან ვხედავ გამოხატვის თავისუფლების დასაბუთებულ შეზღუდვასო.

იუსტიციის მინისტრს მივმართავ. იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს - ეს სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ - განაცხადა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა