თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურის ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზებისა და მათ განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსებს განმეორებით აცხადებს. კონკურსების მიზანია ამ მიმართულებით საუკეთესო წინადადებების გამოვლენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზისა და განთავსების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის - 120 000 ლარს. ამ თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტორის ჰონორარი.

კონკურსებში გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს.

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე Tbilisi.gov.ge , - აღნიშნულია ინფრომაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო