ათეა-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, ასოციაციის თანამშრომლებთან - ტატიანა ბოკუჩავასთან და ავთანდილ ოსეფაიშვილთან ერთად, ევროკავშირის პროექტის „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტს - ლანჩხუთს, ფოთს, ქობულეთსა და ბათუმს მოიცავს, ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, ასევე ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და მერიის თანამშრომლებს პროექტის მიმართულებები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია პირველი ადგილობრივი სემინარის გამართვა, სადაც ათეა-ს წარმომადგენლები პროექტის პრეზენტაციას წარადგენენ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე დარგის ექსპერტებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.

პროექტი „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა