დავით ბაქრაძე - “რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა აღქმული იქნება, როგორც არხის მითვისების მცდელობა

“რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკურად და სამართლებრივად ცუდი და დამაზიანებელი ნაბიჯი და არხის მითვისების მცდელობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება ტოვებს საშუალებას, რომ სამართლებრივი დავა გაგრძელდეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის. მაგრამ, როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამიტომ მთლიანად ვეთანხმები არხის და მისი დირექტორის პოზიციას, რომ დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივად. დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელების და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას, რის გამოყენებასაც „რუსთავი 2“ აპირებს. მიმაჩნია, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება ეს სწორი გზაა და ამას ვეთანხმებით. მანამდე მინდა ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდო, მიყვნენ მათივე დაწესებულ სტანდარტს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საბოლოო იქნება მხოლოდ დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ. მე მათ მოვუწოდებ, საკუთარი სტანდარტი დაიცვან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ მოახდინონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და ამით „რუსთავი 2“-ს გასაჩივრების შანსი არ წაართვან. „რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება როგორც პოლიტიკურად და სამართლებრივად ცუდი და დამაზიანებელი ნაბიჯი და არხის მითვისების მცდელობა. ამიტომ ხელისუფლებას მოვიწოდებ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს, „რუსთავი 2“-ს მისცეს საშუალება, რომ ბოლომდე გამოიყენოს სამართლებრივი ბრძოლის ის ბერკეტები, რომელსაც მას სტრასბურგის სასამართლო და პროცესი აძლევს", - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო