ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უწყებაში ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ დაარეგისტრირა.

განცხადებით ხალვაში ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები არიან შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა