გიორგი ვაშაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ უნდა მიეცეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ უნდა მიეცეს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება უნდა დაელოდოს სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც ეს მერაბიშვილის საქმის შემთხვევაში მოხდა.

"აღსრულებაში არ უნდა მიეცეს ის გადაწყვეტილება რაც არის და უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას სტრასბურგის მხრიდან. რაც შეეხება საქართველოში პროცედურებს, აქ საწარმოებელია შიდა პროცედურები, რომელიც ტელევიზიის დირექტორმა დეტალურად განმარტა, ის ადმინისტრაციული საკითხები, რაც გასავლელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მოხდეს სწორი, კანონის შესაბამისი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია, „რუსთავი 2“ არის მთავარი ოპოზიციური მედია დღეს, მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გავაგონოთ ხალხს და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმას, რომ შენარჩუნდეს თავისუფალი მედია და ოპოზიციური ხმა ქვეყანაში. ისევე როგორც მერაბიშვილის საქმეზე არ აღასრულა იუსტიციის სამინისტრომ და სასჯელაღსრულებამ და არ გაათავისუფლა პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი და თქვა რომ ველოდები გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, ზუსტად ისეთივე მექანიზმია აქაც. რადგან ვამბობთ, რომ სტრასბურგის მინისტერიალმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, დაველოდოთ იმ საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ უნდა მოხდეს რეგისტრაცია", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო