ირაკლი სესიაშვილი - ქართულმა მართლმსაჯულებამ ევროპული, უმაღლესი გამოცდა ჩააბარა

დღეს საქმეზე "რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" მიიტაცა და ასევე თქვა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ევროპული, უმაღლესი გამოცდა ჩააბარა, - ამის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

"დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ვაზაგაშვილი და შონია საქართველოს წინააღმდეგ" თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა. დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "გოგოლაძე საქართველოს წინააღმდეგ" თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა და მართლმსაჯულება არ არსებობდა. დღეს საქმეზე "რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" მიიტაცა და მართლმსაჯულება არ არსებობდა და მეორეს მხრივ, თქვა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ევროპული, უმაღლესი გამოცდა ჩააბარა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ეს რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებაა იმ ნაწილში, რომ საქართველოში მართლმსაჯულება შედგა და ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო იყოს საქართველოში", - აღნიშნა სესიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ოპონენტების იმედგაცრუება არ უკვირს.

"არ მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები იმედგაცრუებულები არიან, იმდენად, რამდენადაც სიმართლე ყოველთვის მწარეა. მათ თავიანთი პოლიტიკა ყოველთვის სიცრუეზე ჰქონდათ აგებული და ცხადია, მათი იმედგაცრუება მოსალოდნელი იყო. მეტიც, მოვისმინე სამარცხვინო განცხადებები, თითქოს სტრასბურგია სასამართლო მოისყიდეს თუ ზემოქმედება მოახდინესო, მაგრამ არ მიკვირს, რადგან ჩვენი ოპონენტები ფარისეველი დემოკრატები არიან, რომელთაც დემოკრატია მხოლოდ მაშინ აწყობთ, როდესაც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ. როცა ვერ ატარებენ, მაშინ არც ევროპა უყვართ, არც სტრასბურგის სასამართლო და არც ევროპულ ღირებულებებს აღიარებენ", - განაცხადა სესიაშვილმა.

მანვე ისაუბრა ქიბარ ხალვაშის განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ განცხადებას მიესალმება.

"მე მივესალმები მის განცხადებას ერთი მხრივ, ყოფილ მოწილეებთან მიმართებაში, რაც არის ღირსეული კაცის განცხადება. მეორე მხრივ, მივესალმები, რომ ის გარანტიას იძლევა, რომ არ ჩაერევა სარედაქცოო პოლიტიკაში", - აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც დეპუტატმა დასძინა, სიტყვის თავისუფლება არსებული ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაცული იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს