სალომე სამადაშვილი - ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება

სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების ირიბი შედეგი, რა თქმა უნდა, არის დამატებითი საფრთხის შექმნა დამოუკიდებელი მასმედიისთვის ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, იმ მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანია სამართლებრივი პროცესები ბოლომდე მივიდეს.

"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება ჩვენს ქვეყანაში მასმედიის თავისუფლების ხარისხსა და დამოუკიდებლობის ფონზე. ჩვენ გვესმის, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ კონტექსტში, რომელიც შეეხებოდა საკუთრების უფლებებს და არ უმსჯელია უფრო ფართო კონტექსტზე, რასაც ეს გადაწყვეტილება რეალურად ეხებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების ირიბი შედეგი, რა თქმა უნდა, არის დამატებითი საფრთხის შექმნა დამოუკიდებელი მასმედიისთვის ქვეყანაში, სადაც ისედაც გვაქვს სერიოზული გამოწვევები ამ თვალსაზრისით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის საკმაოდ მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება. სამართლებრივ პროცესს შესაძლებლობა მისცეს, რომ ბოლომდე მივიდეს. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა გასაჩივრდეს გადაწყვეტილების ის ნაწილი რაც შესაძლებელია, რომ გასაჩივრდეს იურიდიული თვალსაზრისით. ჩემთვის პირადად კიდევ ერთხელ ძალიან საგანგაშოა განცხადებები, რომელიც კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ საკადრო ცვლილებები მყისიერად უნდა განხორციელდეს ტელევიზიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არის ხელისუფლებისთვის გადაუდებელი ამოცანა და ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს. ამ თვალსაზრისითაც არსებობს სამართლებრივი თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის არხის დირექტორისთვის და მან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს", - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა