უსუფაშვილი - „რუსთავი 2“-ის დე ფაქტო მფლობელები ქვეყანას განსაცდელისკენ უბიძგებენ თუ „კამუფლაჟიან“ ფორმაში გამოწყობილები სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ

ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ყველა პრობლემას მოხსნილად ჩათვლის; ხოლო „რუსთავი 2“-ის დე ფაქტო მფლობელები ტელევიზიასაც და ქვეყანასაც დიდი განსაცდელისკენ უბიძგებენ თუ „კამუფლაჟიან“ ფორმაში გამოწყობილები სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ, - ასე აფასებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, „ხალვაშის სამართლებრივი გამარჯვება ქვეყნის პოლიტიკურ მარცხად არ უნდა იქცეს“.

„ამისათვის საჭიროა აღსრულებითი თუ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებამდე 3-4 თვიანი პაუზის აღება, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დეტალური ახსნა-განმარტება და საქმეში ჩართულ მხარეებს შორის კომპრომისების ძიება ახალი სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით. ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ყველა პრობლემას მოხსნილად ჩათვლის; ხოლო „რუსთავი 2“-ის დე ფაქტო მფლობელები ტელევიზიასაც და ქვეყანასაც დიდი განსაცდელისკენ უბიძგებენ თუ „კამუფლაჟიან“ ფორმაში გამოწყობილები სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ. როგორმე ქვეყანა პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებამდე უნდა მივაგოროთ, რათა ბევრ ასეთ სამართლებრივ-პოლიტიკურ-მორალურ ჭაობს თავი სამუდამოდ დავაღწიოთ! რაც შეეხება თავად სამართლებრივ მხარეს, მე მგონი, ვითარება შემდეგია: ზოგადად, სტრასბურგში საქმის გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულებას. მიზეზი მარტივია - ასე რომ არ იყოს, ევროპის 50 ქვეყნის სასამართლოებში წაგებული ყველა მხარე შეიტანდა საჩივარს სტრასბურგში და ამით რამდენიმე წლით შეაყოვნებდა ყველა მოგებული მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუ ეროვნული მართლმსაჯულების სისტემა სრულად ჩამოინგრეოდა. „რუსთავი2“-ის საქმეზე 2017 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იმიტომ კი არ შეჩერდა, რომ იგი სტრასბურგში იქნა გასაჩივრებული, არამედ იმიტომ, რომ სტრასბურგმა საქმის მიღებისას თითქმის უპრეცედენტო სპეციალური გადაწყვეტილება გამოიტანა ამის თაობაზე. სტრასბურგმა თქვა, რომ საქმე იმდენად მგრძნობიარეა, რომ სანამ მე არსობრივად არ ვიმსჯელებ, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება არ აღსრულდესო. ორი წლის შემდეგ სტრასბურგი ამბობს, რომ არსებითად განიხილა „რუსთავი2“-ის საჩივარი და იგი არ დააკმაყოფილა. ამასთან ერთად, მან აღარ მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგშივე გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე საქართველოში გადაწყვეტილების აღსრულება კვლავ შეაჩერეთო. ანუ, „რუსთავი2“-ის საკითხის განხილვის ამ ეტაპზე სტრასბურგი დაუბრუნდა ზოგადად არსებულ პრაქტიკას და თქვა, რომ მხარეებს შეუძლიათ ჩემი გადაწყვეტილება აქვე კიდევ ერთხელ გაასაჩივრონ, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებას აღარ ვაჩერებო“, - აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე შეფასებით, „სამართლებრივად ხალვაშს შეუძლია გადაიფორმოს „რუსთავი 2“, მაგრამ თუ სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გასაჩივრდება და საბოლოოდ შეიცვლება, მას მოუწევს ტელევიზიის უკან დაბრუნება დღევანდელი მესაკუთრეებისთვის. გვარამიას, ისევე, როგორც ყველა სხვა თანამშრომლის კონტრაქტი ძალაში რჩება მესაკუთრის შეცვლის შემდეგაც“.

„თუმცა, კონტრაქტის მეორე მხარეს, ანუ ახალ მესაკუთრეს, შეუძლია ცალმხრივად გაწყვიტოს ეს კონტრაქტი და წავიდეს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი ვერ დაიცავს გვარამიას სამსახურიდან გათავისუფლებისგან, მაგრამ თუ ხალვაში კონტრაქტს ცალმხრივად გაწყვეტს, მას მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა. ესაა კონტრაქტების ზოგადი წესები, თუმცა, კონკრეტულად რა წერია გვარამიას კონტრაქტში, უცნობია. ესაა ამ კონკრეტული საქმის სამართლებრივი მხარე, მაგრამ „რუსთავი 2“-ის გარშემო რა და როდის გადაწყვეტილა მხოლოდ კანონის მიხედვით? ან დვალმა და აქიმიძემ ხალვაშისთვის აღდგენილი სამართლიანობა იზეიმონ? - წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო