საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია.

ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს დაახლოებით 2 საათის წინ მიმართა.

განცხადებით ხალვაშმა ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები იყვნენ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა