პაატა სალია - ქიბარ ხალვაში აქიმიძესთან და დვალთან კონსულტაციებს გააგრძელებს - უნდა გავერკვეთ კომპანიაში რა ხდება მატერიალურ-ფინანსური თვალსაზრისით

ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესთან და დავით დვალთან კონსულტაციებს გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა სალიამ განუცხადა, რომელიც ხალვაშის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნიკა გვარამიას ჩაანაცვლებს.

„თქვენ ნახეთ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში მოხსენიებულია დვალიც და აქიმიძეც, მან ახსენა ეს ადამიანები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ კვლავ გააგრძელებს მათთან კონსულტაციებს, მათაც მიულოცა ეს გამარჯვება, ჩათვალა ისინიც ამ გამარჯვების ნაწილად, შესაბამისად, ვთვლი, რომ კონსულტაციები ამ ნაწილში მათთან გაგრძელდება და არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ვერ გეტყვით, მე არ მქონია მათთან კომუნიკაცია ბოლო პერიოდში. ესეც გამოჩნდება, დღეს, ერთ წამში მისაღები გადაწყვეტილებები ეს არ არის. უნდა გავერკვეთ ჯერ კომპანიაში რა ხდება, რა ვითარებაა, მატერიალურ-ფინანსური თვალსაზრისით, სამუშაო არის ძალიან ბევრი“, - განაცხადა სალიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა