პაატა სალია, რომელსაც ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას შემცვლელად ასახელებს, არ აკონკრეტებს, ეთანხმება თუ არა „რუსთავი 2“-ის არსებულ სარედაქციო პოლიტიკას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ცალსახა გადაწყვეტილება და არ ტოვებს არანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, - ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რითაც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

„მეც არ მომეცა საშუალება, რომ სამოტივაციო ნაწილს გავცნობოდი. გავეცანი სარეზოლუციო ნაწილს და ძირითად კომპონენტებს, რაც გადაწყვეტილების დასკვნით ნაწილში იყო. ეს არის ცალსახა გადაწყვეტილება და არ ტოვებს არანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“, - აღნიშნა სალიამ.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტის ცვლილების მიმართულებით რას ჰპირდება „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს, პაატა სალიამ განაცხადა:

„"რუსთავი2"-ის თანამშრომლებს ქიბარ ხალვაში დაპირდა ერთ რამეს, რომ არ შეიცვლება არაფერი მათთან მიმართებაში. ერთადერთ ცვლილებას, რასაც გეგმავს, ეს არის დღევანდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლება, დანარჩენ ნაწილში არანაირი ცვლილება არ იგეგმება“, - განაცხადა სალიამ.

პაატა სალია არ აკონკრეტებს, ეთანხმება თუა რა „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ სარედაქციო პოლიტიკას და კიხთვაზე, მისთვის მისაღებია თუ არა ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც „რუსთვის 2“ ამ დროისთვის ახორციელებს, პასუხობს, რომ ის არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, რადგან ეს მხოლოდ "რუსთავი2"-ში მომუშავე ჟურნალისტების განსასაზღვრია.

„მე ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს, სარედაქციო პოლიტიკა არის მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას შეიძლება არა და მე არ ვაპირებ ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მე არ შევეხები სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩავერევი მას შემდეგ, რაც ჩავიბარებ მენეჯმენტს და დავრეგისტრირდები როგორც კომპანიის დირექტორი“, - განაცხადა სალიამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა