"რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი უკვე ქიბარ ხალვაშია

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია.

შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ- გვერდზე უკვე ატვირთულია.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტელეკომპანიის 40%-ს შპს „პანორამა“ ფლობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიაც ხალვაშის საკუთარებაშია.

“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 211352016) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, კერძოდ, შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს კაპიტალში 60% წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშისა (პირადი ნომერი:

61002000543) და 40% წილის მესაკუთრედ შპს „პანორამა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205033328) რეგისტრაციის შესახებ. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით”, - ნათქვამია დოკუმენტში რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

15:17 საათზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია რჩება. დოკუმენტი საიტზე როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზეა ატვირთული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა