არჩილ თალაკვაძე -  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ გაიმარჯვა საქართველომ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ გაიმარჯვა საქართველომ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის და გოგოლაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო