გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 19 ივლისს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, ზედაზენი, გაზის დასახლება, ხოლო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე - სოფლებს: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, დიღომი.

11:00 საათიდანდან 18:30 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ მომხმარებლებს გლდანის, ნორიოს, ზაჰესის, "გრუზულა ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

08:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ჩეკურაანთგორი, სიმხევი და მიმდებარე სოფლებს.

08:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზენუბანი, ჩიტაურები, ჭართალი. 11:30 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფლებს: ახატანი, შინდიანა, ჭოპორტი, ბიწმენდი, კაიშაურები, ასევე ახალშენს, ლამოვანს, მჭადიჯვარს, ქისიაანს, ჭილურტს, შუახევსა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს