პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების განცხადებაზე - ეს მათი პირველადი ემოციაა, რაც ახლა გამოხატეს

ვფიქრობ, რომ ეს მათი პირველადი ემოციაა, რაც ახლა გამოხატეს, თუმცა ეს მათი შეხედულებაა, მათი უფლებაა და ამას არავინ არ უზღუდავთ, - ასე გამოეხმაურა პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათ სურთ, რომ იმუშაონ ამჟამინდელ დირექტორ ნიკა გვარამიასთან.

"მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ მათ საქმიანობაში ჩარევას. ერთადერთი რაც შეიცვლება არხის დირექტორის პოზიციაა, რაც მე მგონი ბუნებრივიცაა. როდესაც კომპანიას ახალი მესაკუთრე ჰყავს აბსოლუტურად ბუნებრივია მე მგონი, რომ მას სურვილი ჰქონდეს მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი და არა სხვა პირი, რომელიც მას აშკარად მიკერძოებაში ადანაშაულებს, არ ენდობა და არ აქვს მასთან კარგი ურთიერთობა. როგორ წარმოგიდგენიათ კომპანიის მესაკუთრისა და დირექტორის ურთიერთობა, როდესაც მათ ერთმანეთთან ნდობითი ურთიერთობა არ აქვთ?"-განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, მას არც ერთ „რუსთავი 2“-ის, და არა მარტო „რუთავი 2“-ის ჟურნალისტთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია და არც აქვს.

როგორც მან ჟურანალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველანაირად ეცდება, რომ არხმა შეინარჩუნოს ის წარმატება რაც, მას აქვს და უფრო მეტი მოიპოვოს.

"კომპანიისთვის, სამეწარმეო სუბიექტისთვის წარმატება ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდეს მეტი შემოსავალი და თანამშრომლებს ჰქონდეთ უკეთესი პირობები. ჩემი სურვილია, რომ არხმა შეინარჩუნოს ის წარმატება რაც მას აქვს და კიდევ უფრო მეტი მოიპოვოს", - აღნიშნა პაატა სალიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა