გიგა ბოკერია - მინდა მოვუწოდო ივანიშვილის გუნდს, კიდე ერთი მძიმე შეცდომა არ დაუშვან!

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა „რუსთავი 2“-ის მხრიდან, რომ გაასაჩივრონ სტრასბურგის გადაწყვეტილება დიდ პალატაში და გამოიყენონ ყველა ბერკეტი, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა ივანიშვილის გუნდს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რაც არსებობს ტელევიზიაში, არ შეეხონ.

"მინდა მოვუწოდო ივანიშვილის გუნდს, კიდე ერთი მძიმე შეცდომა არ დაუშვან და მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რაც არსებობს ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით, მათ შორის, რომელიც ეხება გენერალურ დირექტორ გვარამიას, არ შეეხონ. ტყუილა აქვთ ილუზია, რომ ახლა ამ გამარჯვებით, რაც მათ ჰგონიათ, რომ გამარჯვებაა, შეცვლიან იმ ტალღას, რაც არის ქვეყანაში. პირიქით, მხოლოდ დაამძიმებენ ამით მდგომარეობას. გაზრდიან რისკებს და თვითონ პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა