გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გრიშაშვილის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შანიძის, სვანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, დიდუბის და დავით ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, კოტე ხიმშიაშვილის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, ტერენტი გრანელის, ჩიქობავას, არაგვისპირელის და გოცირიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის (ნაწილობრივ), ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა