სოფო კილაძე - ამ მოცემულობაში, არ მგონია, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტი იყოს გარკვეული საკითხები

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება და უფლებაა, გამოიყენოს დროის უმცირესი მონაკვეთი, რათა დაარეგისტრიროს თავისი საკუთრების უფლება - ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაშია, როდის მივა ხალვაში საჯარო რეესტრში", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, საკუთრების ქიბარ ხალვაშის სახელზე დარეგისტრირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება ჰქონდა, დაეკმაყოფილებინა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

"თეა წულუკიანი მაშინ ჩაიდენდა სამოხელეო დანაშაულს, რომ ლეგიტიმური მოთხოვნისთვის არ გაეწია ანგარიში და გაეწელა ეს პროცედურა იმგვარად, რომ ხალვაშის საკუთრების უფლება დაერღვია. "რუსთავი 2"-ს გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ ეს არ აჩერებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოქმედებას. წულუკიანი ვალდებული იყო, დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება ხალვაშისთვის. ქონების სწრაფად გადაფორმება ეტყობა, ბატონი ხალვაშისთვის იყო მნიშვნელოვანი. ის თავად მიდის საჯარო რეესტრში, ეს მისი გადაწყვეტილება და უფლებაა, გამოიყენოს დროის უმცირესი მონაკვეთი, რათა დაარეგისტრიროს თავისი საკუთრების უფლება. ამ შემთხვევაში ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაშია, როდის მივა ხალვაში საჯარო რეესტრში", - განაცხდა კილაძემ.

მან უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას ცვლილების საფრთხე და აღნიშნა, რომ მიესალმება ხალვაშის გადაწყვეტილებას, რომ არც ერთი ჟურნალისტი არ დატოვებს სამსახურს.

"ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა იმავდროულად, სამართლებრივად რომ შევხედოთ, ხალვაშთან ურთიერთობაში, როგორც მესაკუთრესთან, არ მგონია, ნიკა გვარამიას ჰქონდეს საფუძველი, აქეთ დააყენოს მოთხოვნები. ეს კერძო საკითხია, ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ხალვაშია მესაკუთრე და ეს საკუთრება უნდა განკარგოს ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, რადგან მას აქვს სრული გარანტიები, როგორც კონსტიტუციური, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი. ამ მოცემულობაში არ მგონია, გვარამიას გადასაწყვეტი იყოს გარკვეული საკითხები", - განაცხადა კილაძემ.

დეპუტატის თქმითვე, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ქიბარ ხალვაშის საკუთრების კონსტიტუციური უფლება.

"რადგან ვამბობთ, რომ კანონი ყველას მიმართ ერთნაირად ვრცელდება ჩვენს ქვეყანაში, ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ ხალვაში სახელმწიფოს მიმართავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს არ იქნება საჭირო, როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში ხდება ხოლმე მხარეების შეთანხმება. თუ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ნიკა გვარამიასა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლების სიტყვასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის, რა თქმა უნდა, მე უპირატესობას მივანიჭებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, მის მიმართ გაცილებით მაღალი ნდობა მაქვს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, მათ შორის გვარამიას მიმართაც", - განაცხადა კილაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა