სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი და პარტნიორული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივები. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი.

„გაცნობითი შეხვედრა მქონდა საქართველოში ჩეხეთის ახალ ელჩთან, ბატონ პეტრ მიკისკასთან, სადაც განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი ასპექტი და სამომავლო დღის წესრიგი,“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო