ეკა გიგაური - დღეს „რუსთავი 2“-ის მეპატრონე არის სხვა პირი და უკვე ამ პირს უნდა ვთხოვოთ, მაქსიმალურად დაიცვას ჟურნალისტების უფლებები

ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, - აღნიშნულის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეს აქვს უფლება, რომ გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა ახლა უნდა ვიმოქმედოთ იმ მოცემულობიდან, რაც გვაქვს.

"დღეს უკვე „რუსთავი 2“-ის მეპატრონე არის სხვა პირი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ამ პირს ვთხოვოთ, მაქსიმალურად დაცული იქნას იმ ჟურნალისტების უფლებები, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ. თუკი ახალი მეპატრონის მიზანი მართლაც არის ის, რომ არ გაუშვან სამსახურებიდან ეს ჟურნალისტები და არ შეიცვალოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისა, რომ ეს გაკეთდეს. ჩვენ ადრე განვიხილავდით მაგალითად, იგივე ბორდის შექმნას, სადაც ნდობით აღჭურვილი პირები იქნებიან და რომელთა მთავარი მიზანი იქნება ზუსტადაც ჟურნალისტების უფლებების დაცვა," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა