გიგა ბოკერია ვაზაგაშვილის საქმეზე - როცა მწვავე ბრძოლა იყო ორგანიზებულ დანაშაულთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე ვიყავი

იმ პერიოდში, როცა იყო ძალიან მწვავე ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემა იყო მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებში და ამიტომაც დგება ასეთი გადაწყვეტილებები.

„ის პრობლემა იყო და ეს განაჩენები ამიტომაც დგება. იმ პერიოდში, როცა იყო ძალიან მწვავე ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე ვიყავი. ამ გადაწყვეტილებამდეც ასეთი შეფასება მქონდა და ახლაც იგივე შეფასება მაქვს", - აღნიშნა ბოკერიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა