რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონს შორის ვრცელი სატელეფონო საუბარი შედგა. ორმა პრეზიდენტმა განიხილა „ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე“. მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ეს ხელშეკრულება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ბირთვული გაუვრცელებლობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
პრეზიდენტებმა ასევე სირიის პრობლემის პოლიტიკური მოგვარების და კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა სხვადასხვა ფორმატში ორმხრივი შეხვედრების შემდგომი გრაფიკი შეათანხმეს, მათ შორის მაკრონმა 2020 წლის 9 მაისს გამარჯვების 75 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად პუტინის მიპატიჟება მიიღო.
ამ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.