დავით ბაქრაძე - წულუკიანის ვალდებულებაა, იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრიროს ქიბარ ხალვაშის არც ერთი გადაწყვეტილება

ქიბარ ხალვაშს შეუძლია, ვინც უნდა ის დაასახელოს გნებავთ, არხის დირექტორად და გნებავთ, დილის გადაცემის ოპერატორად, მაგრამ წულუკიანის ვალდებულებაა, იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრიროს არც ერთი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმებას შეეხება, კომპანიას ართმევს შესაძლებლობას, სტრასბურგის გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივროს.

"ქიბარ ხალვაშმა იცის, რომ მას გააჩნია სრული მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. სამწუხაროდ, ამიტომ ის აწყობს გეგმებს, მაგრამ ერთია, რა გეგმებს აწყობს ქიბარ ხალვაში და მეორეა, რა ნაბიჯებს გადადგამს საჯარო რეესტრი და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ემორჩილება წულუკიანს. ამიტომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია ნებისმიერი სარჩელი, ნებისმიერი საჩივარი შეიტანოს და ვინც უნდა ის დაასახელოს გნებავთ, არხის დირექტორად და გნებავთ დილის გადაცემის ოპერატორად, მაგრამ წულუკიანის ვალდებულებაა, იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრიროს არც ერთი გადაწყვეტილება და არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც „რუსთავი 2“-ს წაარმთმევს სტრასბურგის დიდ პალატაში გასაჩივრების უფლებას", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“