პროკურორი დაკავებულ პოლიციელზე - სპეცრაზმელმა აქციის ორი მონაწილის მიმართ სპეციალური საშუალება მაშინ გამოიყენა, როცა ამის საშუალება არ იყო

ახლო მანძილიდან დამიზნებით, რეზინის ტყვია ესროლა ორ ქალბატონს. მან სპეციალური საშუალება მაშინ გამოიყენა, როცა ამ სახის და ინტენსივობის სპეცსაშუალების გამოყენების აუცილებლობა არ იყო, - ამის შესახებ 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელის, გიორგი ესიაშვილის საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სპეცრაზმელმა სპეციალური საშუალება მაშინ გამოიყენა, როცა ამის საშუალება არ იყო. ასევე პროკურორის განმარტებითვე, აღნიშნულ სამართალდამცავს იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი ესიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს