20 - 21 ივლისს „ლილო მოლში“ წიგნის ფესტივალი გაიმართება

გამომცემლობა „პალიტრა L” „აუთლეტ“ წიგნების ფესტივალს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობიდან აცნობეს, 20 და 21 ივლისს „ლილო მოლში“ წიგნის ფესტივალი გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში, 8:00 საათიდან 15:00 საათამდე, „ლილო მოლის“ მომხმარებლებისათვის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიული და არასერიული წიგნები 50%-დან 70%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს