სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გზავნილი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ საკუთარი შესაძლებლობები სტრასბურგის სასამართლოში დაიცვას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება გზავნილი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ საკუთარი შესაძლებლობები სტრასბურგის სასამართლოში დაიცვას. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლევისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ საკუთარ მოქალაქეებზე იძალადა და პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ საქმეზე დღემდე არ იღებს. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი გზავნილია დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს