პროკურორის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ყველა პირი გამოიკითხება, მათ შორის შს მინისტრის მოადგილე და ანზორ ჩუბინიძე

გამოკითხვისას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ყველა კითხვაზე გაცემული იქნა პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას დაკავებული სამართალდამცავების საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში ყველა პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც დაიკითხება.

"მოცემული საქმის ფარგლებში გამოიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოძიების მიერ მას დაესვა ყველა ის კითხვა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ყველა კითხვაზე გაცემული იქნა პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, გამოიკითხება ყველა პირი, რომელიც საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც", - განაცხადა მუჯირმა.

კითხვაზე, გამოიკითხება, თუ არა ანზონ ჩუბინიძეც, პროკურორი პასუხობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა პირი გამოიკითხება და "ანზორ ჩუბინიძეც ყველა არის".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა