20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს გირაო შეეფარდა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას, იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გიორგი ესიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამასთან, ესიაშვილს აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დეთანხმა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მინიმალური ოდენობის გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. რაც შეეხება თავად შსს-ს თანამშრომლის პოზიციას, როგორც მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა