დიმიტრი გვრიტიშვილი - მომხრე ვარ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი მომხრეა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უსაფუძვლოა ბრალდება საბჭოს წევრთა უმრავლესობის მისამართით, რომ თითქოს კანდიდატთა სიას ფორსირებულად განიხილავენ.

მისი განმარტებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა არ არის, ამიტომ იუსტიციის საბჭოს ინტერესი მხოლოდ ისაა, რომ კანდიდატთა განხილვის პროცესი დროულად დასრულდეს.

"ჩვენ დაგვდეს ბრალად, რომ პროცესის ფორსირებას ვაკეთებთ, თითქოს უნდა მოესწროს სიის წარდგენა პარლამენტში ივლისის ბოლომდე, ეს ბნელ ოთახში კატის ძებნაა. ერთადერთი ინტერესი, რაც ჩვენ, მოსამართლე წევრებს გვაქვს, არის ის, რომ რაც შეიძლება დროულად აღმოიფხვრას კრიზისი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაეს სასამართლოში ამჟამად არის 10 მოსამართლე, 2 მოსამართლეს თვის ბოლოს, მართალია, გავუგრძელეთ მათ უფლებამოსილების ვადა, მაგრამ ახალი საქმეები მათზე აღარ ნაწილდება. ანუ ფაქტობრივად საქმეები 8 მოსამართლეზე ნაწილდება და დატვირთვა უზენაეს სასამართლოში არის არანორმალური. ამიტომაც ჩვენი ინტერესი არის ის, რომ პროცესი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტში, ამიტომ მე, პირადად, როგორც მოსამართლე, როგორც საბჭოს წევრი, ვემხრობი, რომ თუნდაც რიგგარეშე სესია მიუძღვნას პარლამენტმა ამ საკითხს", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი უკვე ჩანიშნა.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო