ნანუკა ჟორჟოლიანი - თუ პაატა სალიას აქვს “რუსთავი 2”-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ

თუ პაატა სალიას აქვს “რუსთავი 2”-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ, - ასე უპასუხა “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ “რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში მისვლას დღესვე გეგმავს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების სამოქმედო გეგმას, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია იქნება სამართლებრივი და ისინი „არასამართლებრივად არ მოიქცევიან, როგორც „ქოცები“ მოიქცნენ“.

„ჩვენ სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და ისე ვიმოქმედებთ და ის იქნება ჩვენი მთავარი პოზიცია. ჩვენ არ ვართ „ქოცები“ და არ მოვიქცევით ისე, როგორც „ქოცები“ იქცევიან“, - განაცხადა ჟორჯოლიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს