თინა ხიდაშელი - დაუტოვეთ ქიბარ ხალვაშს  ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია   და მორჩით ამ „ბიძინამ სტრასბურგი იყიდა“  მარაზმს

დაუტოვეთ ქიბარ ხალვაშს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია და მორჩით ამ „ბიძინამ სტრასბურგი იყიდა“ მარაზმს. წააგეთ, საქმე. გადაშალეთ ახალი ფურცელი! - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

„გარეთ 2019 წელია და ამ გადაწყვეტილებზე ისეთი ამბავია, თითქოს სატრიალო ანტენით, შეზღუდულ სივრცეში, ხელით გადასართავ ტელევიზორებზე ორი არხის მიღების შანსი გვქონდეს.

„რუსთავი 2“ ისეთი, როგორიც არის, დიახ იმ ხალხისაა, ვისაც ეს გულსაბნევები უკეთიათ. მათი გაკეთებულია, მათი შრომის და ნიჭის შედეგია. ჰოდა ერთი გუნდი თუ არის და თუ სჯერათ იმ საქმის რომელსაც ემსახურებიან, საერთოდ არაფერი იცვლება მათთვის ამ გადაწყვეტილებით. სპონსორებსაც გაიყოლებენ ხარისხსაც გაიყოლებენ რეკლამასაც

მგონი ლოგოსაც კი წაიღებენ ქიბარის დროს, ხომ სხვა ლოგო იყო, გააჩნია სამართლებრივად, როგორ აქვთ მოგვარებული ახალი ლოგოს, ქონების და სხვა საკითხები. გამოჩნდება ხალვაშისთვის დაბრუნების მოლოდინში, რამდენად გონივრულად იქცეოდნენ. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, „რუსთავი 2“- ის ხალხია, ვინც იქ მუშაობს და პულტი კი ყველას აქვს დღეს ქვეყანაში. ხოდა რა აბჯარი აისხით და ისტერიები. დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია და მორჩით ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა მარაზმს. წააგეთ საქმე, გადაშალეთ ახალი ფურცელი!", - წერს ხიდაშელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს