პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა.

„თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება. არ ვერევი, რას აკეთებთ“, - მიმართა სალიამ არხის თანამშრომლებს.

როგორც სალიამ აღნიშნა, დღეს ნიკა გვარამიასთან შეხვედრას გეგმავს.

"ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას, არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში", - განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანაა, "გაიგოს, რა გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა, რომ სამომავლო მუშაობის გეგმა განსაზღვროს".

"დღეს ამიტომ ვარ აქ", - დასძინა მან.

არხის ახალი დირექტორი ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა