პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს - თქვენ   გაქვთ სრული თავისუფლება, არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ  და არ ვერევი ამ ნაწილში

მინდა შევხვდე „რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობას და კომპანიის მენეჯმენტს იმისთვის, რომ ამ დღეებში, საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის თუ ბიუჯეტთან ანგარიშწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება არ მოხდეს, - ამის შესახებ „რუსთვი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტებს სრული თავისუფელბა აქვთ და ის არ აპირებს მათ საქმიანობაში ჩარევას.

„პირველ რიგში, მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას, კომპანიის მენეჯმენტს. ძირითათადად იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის, ბიუჯეტთან ანგარიშწორების ნაწილში რაიმე შეფერხება არ მოხდეს ამ დღეეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. თქვენ, ჟურნალისტებს, გაქვთ სრული თავისუფლება, არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ, თქვენი საქმეა და არ ვერევი ამ ნაწილში. ჩვენ გვაინტერებს, რომ კომპანიას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. მოგეხსენებათ დირექტორი შეცვლილია და შესაბამისად, ფუნქციები კომპანიაში მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს, უნდა მოხდეს მისი შეუფერხებელი მუშაობა და ამის უზრუნველყოფა მინდა რომ იყოს. საგადასახადო უერთიერთობის ნაწილში, ფინანსურ ნაწილში, სხვა ყველა მიმართულებით, კონტრაქტორებთან და ა.შ - გვინდა გვქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია“, - განაცხადა სალიამ.

"რუსთავი 2-ის" ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა