„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ნიუსრუმში ჟურნალისტებს ხვდება. პაატა იაკობაშვილმა პაატა სალიას მიმართა და უთხრა, რომ „მძიმე დღეა ქვეყნისთვის“.
საპასუხოდ, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მძიმე დღე არ არის და მას კონსტრუქციული საუბრის იმედი აქვს.