ნიკა გვარამია პაატა სალიას - თქვენი კოლაბორაციონიზმი მიუღებელია და არ ვაპირებ თანამშრომლობას, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ

თქვენი კოლაბორაციონიზმი მიუღებელია და არ ვაპირებ თანამშრომლობას. მდივანსაც ვთხოვ, რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ახლა ვისაც გინდათ შეხვდი, მაგრამ ამ კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, ჯერჯერობით ჩემი პირადი სივრცეა, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის ახალ დირექტორ პაატა სალიას, რომელიც ტელევიზიაში მენეჯმენტთან შესახვედრად მივიდა.

თავის მხრივ, სალიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ში კაბინეტისთვის არ მისულა, რაზეც გვარამიამ შემდეგნაირად უპასუხა: „სჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით, აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად“.

იქამდე კი, სალიამ აღნიშნა, რომ მენეჯმენტთან გასაუბრება სურდა, რათა სამომავლო საქმიანობის გეგმები დაესახათ.

„მინდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჩართულნი არიან კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში. მინდა გავიცნო ისინი. ვისაუბროთ და განვსაზღვროთ ხვალიდან რას ვაკეთებთ. ჟურნალისტების საქმიანობაში არ ვერევი“, - განაცხადა სალიამ.

თავის მხრივ, აღნიშნულზე გვარამიამ უპასუხა:

„მე ვერ ვითანამშრომლებ კოლაბორაციონისტებთან. თქვენ სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ ხართ თანამონაწილე ამ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესების.

თქვენ ახლა თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით. ჩემთვის ის, რაც ხელისუფლებამ, მათ შორის თქვენი მონაწილეობით და თქვენი მარწმუნებლის მონაწილეობით გააკეთა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ციხეში, მიუღებელია. თქვენ დაეხმარეთ მას, ვინც გამოგაგდოთ თქვენი სახლიდან - აფხაზეთიდან... პირადად თქვენ გამოგაგდოთ აფხაზეთიდან“, - მიმართა გვარამიამ სალიას, რაზეც ახალმა გენერალურმა დირექტორმა უპასუხა: „მე სხვა რამეზე სასაუბროდ მოვედი და არა პოლიტიკური განცხადებების მოსასმენად. ეს არის თქვენი აზრი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა