ნიკა გვარამია პაატა სალიას - თქვენ ხართ თანამშრომელი მტრის, რომელმაც პირადად თქვენ გამოგაგდოთ აფხაზეთიდან

თქვენ ხართ თანამშრომელი მტრის, რომელმაც პირადად თქვენ გამოგაგდოთ აფხაზეთიდან. ეს არის ჩემი შეფასება, - ასე მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას პირისპირ შეხვედრისას.

„თქვენ ახლა თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ღრმად ცდებით. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი მეშვეობით და დამნაშავე რწმუნებლის მეშვეობით გააკეთა, ამის გამო, ის აუცილებლად დამთავრებს ციხეში. დაეხმარეთ იმას, ვინც გამოგადოთ აფხაზეთში თქვენი სახლიდან“, - მიმართა გვარამიამ სალიას.

გვარამიას თქმით, პაატა სალია „რუსთავი 2“-ის შენობაში, „ქვეყნის დემოკრატიის დასამარხად მივიდა“.

„ჯობდა რომ კაბინეტისთვის მოსულიყავით, პირდაპირ გეუბნებით, დაგითმობდით სიამოვნებით“, - მიმართა გვარამიამ სალიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს