ანრი ოხანაშვილი - "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების დემოკრატიულ ღირებულებებს დაესვა წერტილი, როდესაც მათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვეს, რომ შეიძლება ის უკავშირდებოდეს პუტინს, ფულს, ბიძინა ივანიშვილს

"რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების, კონკრეტული წევრების პროდასავლურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს დაესვა წერტილი, როდესაც მათ ამ ღირებულებების მქონე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვეს, რომ შეიძლება ის უკავშირდებოდეს პუტინს, ფულს, ბიძინა ივანიშვილს და ა.შ.", -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასამარდა თავისუფალი სიტყვა საქართველოში და თუ "რუსთავი 2" არ იარსებებს, კრიტიკული აზრი აღარ იქნება და დემოკრატიას შეექმნება საფრთხე.

"ჩვენს ქვეყანაში რამდენი ტელეარხი არსებობს? არც თუ ისე ცოტა. მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები და ყველა აღიარებთ, რომ არც ისე ცოტა ტელეარხი არსებობს, იმედი მაქვს, ხართ კოლეგიალურები არამხოლოდ "რუსთავი 2"-ში, არამედ სხვა ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტების მიმართ. ძალიან უხერხული, არაკოლეგიალურია და პირდაპირ თითოეული იმ პროფესიონალი ჟურნალისტის საქმიანობის დისკრედიტაციისკენაა მიმართული, რომლებიც კეთილსინდისიერად, კრიტიკულად, ობიექტურად და სამართლიანად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საუბარი იმაზე, რომ თითქოს მხოლოდ "რუსთავი 2“ - ია სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული ღირებულებების გარანტი, დაასამარეს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა მაშინ, როდესაც ამ ღირებულებებზე დაფუძნებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვეს, რომ ისინი არ იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. აი, იქ დაესვა წერტილი "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების, კონკრეტული წევრების პროდასავლურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს, როდესაც მათ ამ ღირებულებების მქონე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვეს, რომ შეიძლება ის უკავშირდებოდეს პუტინს, ფულს, ბიძინა ივანიშვილს და ა.შ.", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა