ნანუკა ჟორჟოლიანი პაატა სალიას - თუ მოხვალთ 2-წლიანი კონტრაქტებით, რომლითაც გარანტიას მოგვცემთ, რომ არავინ წავა ტელევიზიიდან, რაც არ უნდა გააშუქონ, მე თქვენ გენდობით

თუ თქვენ ხვალ მოხვალთ 2-წლიანი კონტრაქტებით, რომლითაც მოგვცემთ გარანტიას, რომ პირობითად, „რუსთავი 2“-ის 10 თანამშრომელს, რაც არ უნდა გააშუქონ, ტელევიზიიდან ვერავინ მოხსნის, მათ შორის, კონტრაქტი შეეხება ნიკას გვარამიას, როგორც წამყვანს, მე პირადად თქვენ გენდობით, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა არხის ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას, რომელიც ტელეკომპანიის „ნიუსრუმში ჟურნალისტებს შეხვდა.

„რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ მაგალითად, ხვალ დილით მობრძანდეთ პირობითად 10 კონტრაქტით, ეს კონტრაქტები შეეხებოდეს ნოდარ მელაძეს, პაატა იაკობაშვილს, გიორგი გაბუნიას, ვანო ჯავახიშვილს, ვისზეც სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ პრობლემებს უქმნიან მთავარ ადამიანს, თუ მათ დაუდებთ ორწლიან კონტრაქტს, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს გარანტიას, რომ ვერავინ მოგხსნით, რაზეც არ უნდა იხუმროთ, რაც არ უნდა გააშუქოთ, მე პირადად თქვენ გენდობით“, - მიმართა ჟორჟლიანმა სალიას, რაზეც სალიამ უპასუხა, რომ მისი აზრით, ჟორჟოლიანის ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, მათ შორის კონსტრუციული საუბარი დაიწყოს.

როგორც სალიამ აღნიშნა, მათ შორის შეთანხმება მხოლოდ ნიკა გვარამიას ტელეკომპანიაში დატოვებაზე ვერ შედგება.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა პირველი ნაბიჯი გადაიდგა იქითკენ, რომ რაღაც კონსტრუქციული საუბარი დავიწყოთ. მე გავიგე რაზეც საუბრობთ. კონტრაქტი ასე მარტივად არ დგება. ობიექტურად რომ შევხედოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მესაკუთრე იცვლება და კომპანიაში ტოვებს ისევ ძველ დირექტორს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის წინააღმდეგ ახორციელებდა მოქმედებებს და ხელს უშლიდა კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებაში?! ქიბარ ხალვაშს არ წამოუდგენია, რომ ნიკა გავრამიასთან მას შეუძლია თანამშრომლობა. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ გამოუხატავს“, - მიმართა სალიამ ჟორჟოლიანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა