პაატა სალია - ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი, რომლითაც ის ქიბარ ხალვაშთან დავობს,   გაყალბებულია

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის და „რუსთავი 2“ - ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი, რომლითაც ის ქიბარ ხალვაშის მისდამი დავალიანებას ამტკიცებს, გაყალბებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქიბარ ხალვაში აპირებს მისვლას ექსპერტიზის ბიუროში და ხელმოწერის ჩაბარებას, რომელიც ოქრუაშვილის დოკუმენნტთან შედარდება.

"ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა დაახლოებით 2015 წლის ბოლოს, რომ მას ჰქონდა ხელთ რაღაც დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ „რუსთავი 2 „ მისია, ქიბარ ხალვაშს მისი დავალიანება აქვს - პროცენტიანი ვალი ჰქონია თურმე ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის, დაახლოებით 7 მილიონი, რომელიც ახლა თითქოს 10 მილიონი გახდა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი გაყალბებული დოკუმენტია

. ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის დანიშვნა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ოქრუაშვილს აქვს ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა, რომელთაგან ერთი უცხოეთშია გაკეთებული, დანარჩენი კი საქართველოში, სხვადასხვა კერძო სტრუქტურების მიერ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ექსპერტები შეცდომაში არიან შეყვანილები, რადგან არასწორი მასალა აქვთ შესადარებლად წარდგენილი. ქიბარ ხალვაში აქ არის, მივა აუცილებლად ექსპერტიზის ბიუროში, მოაწერს ხელს, შედარდება მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტთან და ამითაც ყველანაირ სპეკულაციას დაესმება წერტილი", - განაცხადა სალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა