ნანუკა ჟორჟოლიანი - ჩემი ინფორმაციით,  სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაახლოებული ერთ-ერთი ადამიანი  ჟურნალისტების გაცხრილვას აპირებს

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, მაგრამ დამერწმუნეთ, საინტერესოდ წარიმართება მოვლენები და გარანტიას გაძლევთ, რომ არ მოიწყენთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანია დატოვა.

ჟორჟოლიანის თქმით, სალია ძალიან გულწრფელი იყო იმ ნაწილში, როდესაც თქვა რომ მას მხოლოდ ფინანსური დოკუმენტაცია აინტერესებდა, რადგან სხვა ადამიანი აპირებს „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტები გაცხრილვას. ჟორჟოლიანი ასევე კონტრაქტების თემასაც შეეხო და განაცხადა რომ ეს მაყურებლისთვის თვალსაჩინოებისთვის იყო, რომლებიც მიხვდებოდნენ, რომ ამ შეთავაზებაზე წამოსვლას ქიბარ ხალვაში არ აპირებდა.

"ერთხელ ქიბარმა დაგვიბარა ნეიტრალურ ტერიტორიაზე და რომ ვისხედით, თვალებში გვიყურებდა და გვეუბნებოდა, ხელს არავინ შეგახებთო, მაგრამ წამყვანი ჟურნალისტები იძულებული გახდნენ ამ არხიდან წასულიყვნენ. ქიბარ ხალვაშის სიტყვიერ გარანტიას არანაირი ფასი არ აქვს. სალია, სხვათა შორის ძალიან გულწრფელი იყო მაშინ, როცა თქვა, რომ მე ჟურნალისტებთან შესახვედრად არ მოვსულვარ, მე აქ ფინანსური დოკუმენტაციისთვის მოვედიო. მართლაც, ჩემი ინფორმაციით, არსებობს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო სტრუქტურებთან დახალოებულია, შეიძლება ადრე ჟურნალისტიც იყო და რომელიც ჟურნალისტების გაცხრილვას აპირებს. თქვენი აზრით, ქიბარ ხალვაში ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას კონტრაქტს დაუდებს? ამით მე მინდოდა მაყურებლისთვის მეთქვა, რომ ჩვენ შარზე კი არ ვართ, მე უბრალოდ ეს იმიტომ შევთავაზე, რომ მაყურებელს ენახა - კონტრაქტზე არ წამოვიდოდნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, მაგრამ დამერწმუნეთ, საინტერესოდ წარიმართება მოვლენები და გარანტიას გაძლევთ, რომ არ მოიწყენთ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს