დონალდ ტრამპი - ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო

ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დოლად ტრამპი აცხადებს.

მისი თქმით, ეს იყო თავდაცვითი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც დრონი მათ გემს დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსში მიუახლოვდა.

თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ დრონი მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, არ გაჩერდა, ამიტომაც იგი საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ გემებს და მათი ეკიპაჟის წევრებს. შედეგად მისი განადგურება გადაწყვიტეს.

„ეს არის ბოლო პროვოკაციული და მტრული ქმედება ირანის მხრიდან საერთაშორისო წყლებში მოქმედი ლაინერების წინააღმდეგ. აშშ იტოვებს უფლებას დაიცვას თავისი პერსონალი, ტრანსპორტი და ინტერესები“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ ირანმა განაცხადა, რომ დააკავა გემი, რომელსაც ნავთობის კონტრაბანდა გადაჰქონდა. თუმცა, უცნობია, ვის ეკუთვნოდა ტანკერი. ბოლო პერიოდში მსგავსი ინციდენტების გამო რეგიონში სამხედრო კონფლიქტის დაწყების საფრთხე გაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს