„ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჰონგ-კონგში ღონისძიება გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში ქართული ღვინის წარდგენა ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში მოეწყო და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ჰონგ-კონგში გამართულ ღონისძიებაზე აქცენტი ქართული ღვინის აზიურ სამზარეულოსთან შეხამებაზე გაკეთდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს „Meiburg Wine Media’’-ის საქმიანობა მიმართული იქნება ჰონგ-კონგში ქართული ღვინის პრემიუმ-სეგმენტში დამკვიდრებისკენ და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების სტუმრები მაღალი კლასის რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ასევე ტოპ-სომელიეები და იმპორტიორები იქნებიან.

„ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ქართული ღვინის წარდგენა უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, დეგუსტაციები ასევე დაგეგმილია ჩინეთის ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში, ტური დასრულდება ქართული ღვინის ფესტივალებით შანხაისა და ჰონგ-კონგში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო