ვლადიმერ ზელენსკი რუსეთს „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტის მსჯავრდადებულ უკრაინელ რეჟისორზე გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთს უკრაინაში დაკავებული „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტის კირილ ვიშინსკის რუსეთში მსჯავრდადებულ უკრაინელ რეჟისორზე ოლეგ სენცოვზე გაცვლას სთავაზობს. კიევი მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის ასეთი გაცვლა ორივე მხარის კეთილი ნების დემონსტრაცია იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმა განაცხადა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კირილ ვიშინსკის შესაძლო გათავისუფლებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ „პირველი ნაბიჯი“ უწოდა, თუმცა თვით პრეზიდენტ პუტინს ადრე ნათქვამი აქვს, რომ ვიშინსკის გაცვლა სენცოვზე არათანაბრად მიაჩნია.

დღეს კიევში ვიშინსკის საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა შედგება. ამ კვირის დასაწყისში მისი წინასწარი პატიმრობის ვადა სასამართლომ გააგრძელა, თუმცა მხოლოდ 22 ივლისამდე. ვიშინსკი უკრაინაში მცხოვრები ჟურნალისტია და მას ორივე ქვეყნის - უკრაინის და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ის სამშობლოს ღალატის ბრალდებით არის დაკავებული, რაც გამოიხატებოდა უკრაინის პრორუსი სეპარატისტების საინფორმაციო მხარდაჭერაში და რუსეთს მოქმდებების გამართლებაში ყირიმის ანექსიის დროს.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთში გაასამართლეს ტერაქტის მზადებისთვის, თუმცა უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც ბევრს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა