სოფელ პატარა ღებში, სადაც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებული იყო, აღდგა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ღებში საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სოფელი აღარ არის მოწყვეტილი რაიონულ ცენტრს და გზა, რომელიც პატარა და დიდ ღებს ერთმანეთთან აკავშირებდა და დაკეტილი იყო, გუშინ გაიხსნა.

საბანაძემ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

17-18 ივლისს, წვიმის შედეგად სოფელ პატარა ღებში დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზა, ასევე დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი.

იხილეთ ვიდეო: სოფელ პატარა ღებში საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს