პაატა სალია - თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას

თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, ხომ არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა.

„გუშინვე რატომ მოხდა ჩემი დანიშვნა გენერალურ დირექტორად?! - დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?! მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, რომელიც ვაწარმოებდი დავას, სამართლებრივ ნაწილს საქართველოში, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები დავა აბსოლუტურად სწორი იყო. თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას“,- განაცხადა პაატა სალიამ.

ამ წუთებში სალია, რომელიც „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორია, ტელეკომპანიაში იმყოფება და არხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა