PSP-ს პარტნიორი ცნობილი კორეული კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ გახდა

PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს. პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.

„სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

„მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო