20 ივნისის აქციის მონაწილის, ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ღუდუშაურის კლინიკაში მსჯელობენ

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ღუდუშაურის კლინიკაში მსჯელობენ. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯიქურის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმის ძიების შეწყვეტასა და 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმითვე, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაზიანებები აქციაზე არ მიუღია.

"როცა დააკავეს, მას აქციაზე მიყენებული დაზიანებები არ ჰქონდა. ეს გამოიწვია ნერვიულობამ და ამის გამო მოხვდა კლინიკაში. დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა. შესაბამისად, მოვითხოვ გაუქმებული იქნას აღნიშნული დაკავება და შესაბამისად მოვითხოვ გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით მოვითხოვ გირაოს", - განაცხადა ზუბიაშვილმა.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, თუ როგორ იქნევს ბრალდებული პოლიციელის ფარს, ადვოკატი პასუხობს, რომ კადრებში ფაქტი კარგად არ ჩანს.

"კადრებში არ არის კარგად გამოკვეთილი ფარის ჩარტყმასთან დაკავშირებული ფაქტი, არ ჩანს კარგად თუ როდის დაიწყო და ბოლოს როგორ დამთავრდა, რადგან ხალხმრავლობა იყო და ასე გამოკვეთილად არ არის დადგენილი, რაც ვფიქრობ, რომ მტკიცებულებად ვერ გამოდგება", - აცხადებს ზუბიაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.

იხილეთ ვიდეო: 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთის პროცესი საავადმყოფოში იმართება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს