შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში „ნორვინდის“ თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ავიაკომანია „ნორვინდი“ მოსკოვი-ერევნის რეისს ასრულებდა. სალონში უცნაური სუნი იგრძნობოდა, რის გამოც ხომალდის მეთაურმა აეროპორტის დისპეტჩერებს აცნობა. ევაკუაციისას დაშავდა 8 ადამიანი, ორი მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თვითმფრინავში სხვადასხვა მონაცემებით 179-დან 187 ადამიანამდე იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ავიალაინერმა აფრენა მფრინავის კაბინაში კვამლის გამო შეაჩერა, თუმცა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავში ცეცხლის კერა ვერ აღმოაჩინეს. თვითმფრინავს ყველა ტექნიკური შემოწმება გეგმის მიხედვით აქვს გავლილი. შესაბამისი სამსახურები ავიალაინერის და ავიაკომპანიის დამატებით შემოწმებას ჩაატარებენ.

ამ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო